logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბლოგი

21 Jul

კეფალონია, როდოსი

კეფალონია - მრავალი ტურისტული მიმართულების მქონე შთამბეჭდავი ადგილია. იონიის ზღვის კუნძულებს შორის ის სიდიდით ყველას აღემატება. მისი დედაქალაქია არგისტოლი, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვანი პორტიცაა. ისტორიულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კეფალონია ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში იყო დასახლებული ლელეგებით, უძველესი ბერძნული ტომით. ისინი ეთაყვანებოდნენ პოსეიდონს. ცნობილი ფაქტია, რომ ტროას ომების პერიოდში აქაურ ცივილიზაციას განვითარების მაღალი დონისათვის ჰქონდა მიღწეული. კუნძული განლაგებულია სეისმურად აქტიურ ზონაში. 1953 წელს იქ მოხდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელმაც მიწასთან გაასწორა კეფალონიის ყველა დასახლებული პუნქტი, სოფელ ფისკარდოს გარდა. სოფელ ასოსის სიახლოვეს მდებარეობს ვენეციური ციხის ნანგრევები. ეს სიმაგრე ერთ დროს თავდაცვითი ნაგებობა იყო. ენოსის ეროვნული პარკი განლაგებულია...

21 Jul

კუნძულ ევბეას ღირსშესანიშნაობები

ოსიოს დავითის, იგივე წმინდა დავით ევბეელის მონასტერი განლაგებულია კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დრიმონის დასახლების სიახლოვეს, კავალარისის მთის ძირას. საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საყდარში დაყუდებულმა ბერებმა დახმარება აღმოუჩინეს აჯანყებულებს, რის გამოც 1824 წელს თურქებმა ისინი გაჟლიტეს, სალოცავი კი გადაწვეს. მონასტრის აღდგენა მხოლოდ 1877 წლისათვის მოხერხდა, სწორედ მაშინ ააგეს ახალი კაფოლიკონი. ეკლესიის შორიახლოს აღმოაჩენთ მჩქეფარე წყაროს, რომელსაც სამკურნალო თვისებები მიეწერება. დღემდე მოაღწია იმ პატარა გამოქვაბულმაც, სადაც წმინდა დავითი დროის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ლამნი არის პატარა საპორტო ქალაქი ევბეის ჩრდილოეთის სრუტის სანაპიროზე. გადმოცემის თანახმად, იგი გააშენეს იმ ადგილას, სადაც უძველეს დროს მდებარეობდა უძველესი ქალაქი ელიმნიონი,...

17 Jul

კუნძული კრეტა

კრეტა - უდიდესი ბერძნული კუნძულია, რომელსაც ჩრდილოეთიდან კრეტის ზღვა, ხოლო სამხრეთიდან ლიბიისა ეკვრის. ეს ადგილი გამოირჩევა მდიდარი ისტორიით. სწორედ იქ მდებარეობს მღვიმე და მთა, სადაც დაიბადა და გაიზარდა მთავარი ბერძნული ღვთაება - ყოვლისშემძლე ზევსი. კრეტის ადმინისტრაციული დედაქალაქია ირაკლიონი, სადაც თავმოყრილია მრავალი მუზეუმი და მართლმადიდებლური სალოცავი. მას ეს სახელი ეწოდა მითოლოგიური გმირის ჰერაკლეს საპატივცემულოდ. მიიჩნევა, რომ ირაკლიონი დაარსდა მინოსის მმართველობისას და წარმოადგენდა კნოსოსის საზღვაო პორტს. ეს ვერსია არქეოლოგიური მონაპოვრებით ვერც დასტურდება და ვერც უარიყოფა. 824 წელს კრეტა არაბებმა ჩაიგდეს ხელთ და ირაკლიონი მძლავს ფორტად აქციეს. მოგვიანებით ქალაქი ბიზანტიელებმა დაიმორჩილეს და ის...

30 Jun

მეტეორა

მეტეორა - ბერძნული კლდეებია, რომელთა მწვერვალებზე გაშენებულია უნიკალური სამონასტრო კომპლექსი. ეს ადგილი იზიდავს ტურისტებს თავისი მდიდარი ისტორიით, ორიგინალური არქიტექტურითა და სულისშემძვრელი ხედებით. დაახლოებით მე-10 საუკუნის ბოლოს ფესალიის მთის კლდეებზე გამოჩნდნენ  განდეგილები. იქ პირველი სკიტი ააგო მწირმა ბარნაბამ 950-70 წლების შუალედში. 1020 წელს ბერმა ანდრონიკმა აღმართა ფერისცვალების სკიტი. 1160 წელს ააშენეს სტაგისა და დუბიანის სკიტები, რამაც იმ ადგილებში სათავე დაუდო ორგანიზებულ მონაზვნურ თემს. XIII საუკუნემდე მეტეორაზე სიმშვიდე სუფევდა, ვიდრე არ დაიწყო დამპყრობთა - ჯვაროსნების, სერბების, ალბანელების და თურქების შემოსევები, რომელთაც ფესალიის რეგიონის ხელში ჩაგდება ეწადათ. 1334 წელს მეტეორაზე ფეხი დადგა ათონის წმინდა მთიდან გამოძევებულმა...

26 Jun

ათენის განუმეორებელი ღირსშესანიშნაობები

ოლიმპოელი ღმერთის ტაძარი ოლიმპეიონი ჩვენამდე მოღწეულ ათენის ანტიკურ ნაგებობათა შორის უდიდესია. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა ძვ.წ. მე-5 საუკუნეში პისისტრატეს დროს, სალოცავმა დასრულებული სახე მიიღო მხოლოდ შვიდი ასწლეულის შემდგომ, რომაელის იმპერატორის - ადრიანეს პერიოდში. საყდრის შიგნით იდგა ორი დიდებული ქანდაკება - პირველი, უხვად ინკრუსტირებული ოქროთი და სპილოს ძვლით, გამოსახავდა ზევსს. ბრინჯაოსგან დამზადებული მეორე სკულპტურა კი იმპერატორ ადრიანესადმი იყო მიძღვნილი. სამწუხაროდ, ანტიკური ხუროთმოძღვრების ეს უბადლო ნიმუში საზეიმო გახსნიდან სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ გადაწვეს და დაარღვიეს საბერძნეთში შეჭრილმა გერმანელმა ბარბაროსებმა. დღესდღეობით ოლიმპეიონისგან შემორჩენილია ნანგრევები, რომელიც გვიქმნის წარმოადგენას ამ ნაგებობის ზომებზე. კიკლადური ხელოვნების მუზეუმი კიკლადები -...

23 Jun

ათენი, აკროპოლისი

ათენი - უძველესი ცივილიზაციის აკვანია. დღესდღეობით იგი საბერძნეთის დედაქალაქია, 2500 წლის წინ ის ანტიკური სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი მდებარეობს ატიკის ცენტრალურ დაბლობზე, სამი მხრიდან იგი შემოსაზღვრულია პარნიტას, ეგალეოსა და პენდელის მთებით, მეოთხე მხრიდან კი მას ეგეოსის ზღვა ეკვრის. ათენის ისტორია 3,5 ათასწლეულზე მეტს ითვლის. მითოლოგიიდან ცნობილია, რომ საბერძნეთის დედაქალაქმა თავისი სახელი მიიღო სიბრძნის ქალღმერთ ათენასა და ზღვის მბრძანებელ პოსეიდონს შორის კამათის შემდეგ. კეკროპს, ათენის პირველ ხელმწიფეს, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად გველი იყო, უნდა გადაეწყვიტა ქალაქის მფარველის ვინაობა. ამ სტატუსის მფლობელი გახდებოდა ათენასა და პოსეიდონს შორის იგი, ვინც მეფეს უკეთეს ძღვენს...

18 Jun

სანტორინი

სანტორინის კუნძულს გამოარჩევს წარმოუდგენელი დაისები, საინტერესო არქიტექტურა და გასაოცარი კულტურა. ლეგენდის თანახმად, ის დაკარგული ატლანტიდის მცირე ნაწილია. სანტორინი ტურისტულ მექად ითვლება, იგი მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში და შედის ციკლადის კუნძულების შემადგენლობაში. თავდაპირველად კუნძულს ერქვა "სტრონგილა", რაც ითარგმნება, როგორც "მრგვალი". შემდეგომ ამ ადგილს ეწოდა "კალისტა", რაც "მშვენიერს" ნიშნავს. მოგვიანებით კუნძულმა შეიძინა ანტესიონის, ლეგენდარული თებეელი გმირის ვაჟის სახელი. გარკვეულ ხანს ის სპარტის მეფის მოვალეობებს ასრულებდა, შემდგომ კი კუნძულზე გადასახლდა. ტოპონიმი სანტორინი წარმოდგება "სანტე ირენესგან", ეს სახელი კუნძულს დაარქვეს ფრანკებმა მე-12 საუკუნეში. 1487 წლიდან მოყოლებული სანტორინი იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის ძალაუფლების ქვეშ, მე-16 საუკუნის ბოლოს...

14 Jun

მალტის ღირსშესანიშნაობები

მალტა გასაოცრად ლამაზი არქიპელაგია, ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი. მის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულებია: მალტა, გოზო და კამინო. ამ ადგილს სახელი ფინიკიელებმა შეარქვეს, მათ ენაზე "მალტა" "თავშესაფრს" ნიშნავდა. ანტიკური დროიდან მოყოლებული კუნძულს ეკავა სტრატეგიული მდებარეობა ევროპას, აზიასა და აფრიკის კონტინენტებს შორის. მალტას განსხვავებულ პერიოდებში მართავდნენ რომაელები, ბერძნები, არაბები, ნორმანები. თითოეულმა ცივილიზაციამ თავისი კვალი დაატყო კუნძულის კულტურას. მე-16 საუკუნეში დაარსდა მალტის ორდენი - უმაღლესი რელიგიური რაინდული ორგანიზაცია. მე-19 ასწლეულში მალტა ბრიტანეთის კოლონია გახდა. მან დამოუკიდებლობა 1964 წელს მოიპოვა. ქვეყნის დედაქალია ვალეტა, რომელიც დააფუძნეს მალტელმა რაინდებმა 1566 წელს სულეიმან I კანუნის ჯარებისგან თავდაცვის მიზნით....

11 Feb

ეგვიპტის პირამიდები

ხეოფსის პირამიდა ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. მისი ასაკი დაახლობით 4500 წელს უდრის. ის განლაგებულია გიზას პლატოზე, ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. ფარაონ ხუფუს (იგივე ხეოფსი) ამბიციების ხორცშესხმას ახდენდა ხემიუნი, ძველი სამეფოს მე-4 დინასტიის ხუროთმოძღვარი. ისტორიკოსთა ვარაუდით, პირამიდის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ძვ.წ. 2540 წლისათვის დასრულდა. მის ასაგებად თითქმის ორი მილიონი უზარმაზარი გრანიტის ლოდი გამოიყენეს. 6 ტონაზე მეტი წონის კონსტრუქციის შესაქმნელად შეარჩიეს მტკიცე ნიადაგი, რომელიც მაც მიწის სიღრმეში ჩასვლის საშუალებას არ მისცემდა. მეცნიერებმა დღემდე ვერ ამოხსნეს საიდუმლო, თუ როგორ გადაჰქონდათ დიდი ქვები მშენებლობის ადგილამდე მისგან 1000 კმ-ით დაშორებული კარიერიდან. არსებობს რამდენიმე...

4 Jan

შარმ-ელ-შეიხის გამორჩეული ადგილები

ალ-საჰაბას მეჩეთი ალ-საჰაბას მეჩეთის მშენებლობა 2011 წლის ზამთარში დაიწყო, თუმცა პროცესი დროებით შეჩერდა, რადგან ქვეყანაში რევოლუციური მოძრაობები დაიწყო. სამლოცველო სახლის აგება ხუთი წლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. მისი არქიტექტორია ფაუდ ხაფეზი. მან თავისი საქმე უსასყიდლოდ შეასრულა. მეჩეთის ფართობი 3 000 კმ.მ.-ს შეადგენს, მისი ორი მინარეთიდან თითოეულის სიმაღლე 81 მ-ია. ტაძრის წინ განლაგებულია მყუდრო მოედანი და ასევე ძველი ბაზარი. ნაგებობის ინტერიერი რამდენიმე სტილის შერწყმას წარმოადგენს: მამლუქური მოიაზრებს მონუმენტურ მასშტაბს, ასიმეტრიას; ოტომანურისათვის კი დამახასიათებელია ნახევრადსფერული გუმბათი, ორნამენტთა სიმრავლე. ალ-საჰაბას ტაძრის აგურებზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ არაბულ ენაზე შერულებული წარწერები, ნაგებობის შეგნით აგია მოწითალო-მოოქროსფრო შეფერილობის ხალიჩა, გუმბათის...

21 Dec

შარმ-ელ-შეიხის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც უსათუოდ უნდა მოინახულოთ

რას-მოჰამედი 1989 წელს შარმ-ელ-შეიხიდან 25 კმ-ის დაშორებით გაიხსნა რას-მოჰამედის ეროვნული პარკი. მისი შექმნის მიზანს წარმოადგენდა მარჯნის რიფების განადგურებისგან დაცვა, რომელთაგან უგრძესი 9 კმ-ზე იყო გადაჭიმული. ამ ადგილების წყალქვეშა სამყარო უდავოდ უნიკალურია, მათით ტყუილად როდი იყო აღტაცებული თვით ჟაკ-ივ-კუსტო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არაერთი ბუნების "მარგალიტი" ჰქონდა ნანახი. აქ სნორკელინგისა თუ დაივინგისგან მიღებული კაშკაშა შთაბეჭდილებები გარანტირებული გაქვთ. ამ წყლების სიღრმეებში დატკბებით მარჯნების სახესხვაობებით, ფერადი თევზებით, ზღვის ვარსკვლავებით, მოლუსკებით.   კუნძული ტირანი [caption id="attachment_7414" align="alignnone" width="1434"] შორიდან კუნძული ტირანი ზღვის ღურღუმიდან წყლის ზედაპირზე ამოსული ვეშაპის ზურგს წააგავს. ქვიანი კლდე თითმის სრულად მოკლებულია მცენარეულ საფარს, გარშემო ის შემოქობილია...

8 Dec

შრი-ლანკის კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა ცეილონის კუნძულზე მდებარეობს. მას აქვს ორი დედაქალაქი - ნაკლებად ცნობილი ქალაქი - შრი ჯაიავარდანაპურა კოტტე (სწორედ აქაა განლაგებული ქვეყნის პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს შენობები) და მსხვილი მეგაპოლისი - კოლომბო (აქ მდებარობს შრი-ლანკის საპრეზიდენტო რეზიდენცია და სამთავრობო დაწესებულებები). შრი-ლანკის მოსახლეობა 21 მლნ-ს აღემატება, მის 74%-ს  სინგალელები, 13%-ს ტამილელები-ლანკელები, 6%-ს კი ინდოელები შეადგენენ. კუნძულზე აგრეთვე ცხოვრობენ ევროპელი კოლონისტების შთამომავლები (ისინი საკუთარ თავს ბიურგერებს უწოდებენ) და არაბები. ამ სახელმწიფოს კულტურა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ისტორია. შრი-ლანკა ოდითგანვე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფით იყო დასახლებული, რომელთა თანაცხოვრება ყოველთვის როდი იყო უკონფლიქტო. ქვეყნის წეს-ჩვეულებები მჭიდროდაა...

30 Nov

შრი-ლანკური სამზარეულო

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-ინდურ და შრი-ლანკურ სამზარეულოებს შორის არსებობს პარალელები, უკანასკნელი მაინც გამოირჩევა გარკვეული თავისებურებებით. რამდენიმე წლიანი კოლონიზაციისა და სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევის შემდგომ შრი-ლანკამ შექმნა საჭმლის საკუთარი კულტურა. კარი - ესაა საკვები, რომელიც მომზადებულია დაფქვილ სანელებელთა ნაზავის დამატებით. მის შემადგენლობაში შედის - შავი პილპილი, წიწაკა ჩილი, ქინძი, დარიჩინი, მდოგვის მარცვლები, ტმინი, კურკუმა, კოჭა, ნიორი და კარის ფოთლები. შრი-ლანკელებს ძალიან უყვართ ცხარე კერძები და ისეთი საკვები, რომელიც ფეთქებადი გემოებით გამოირჩევა. ტროპიკული კლიმატის მქონე სამზარეულოს ორი ძირითადი კომპონენტია - ქოქოსი და თევზი, ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბრინჯი კარით. თევზის კარი ბრინჯით შრი-ლანკურად მომზადებული თევზის კარი...

27 Oct

შრი-ლანკის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები.

დამბულას ოქროს ტაძარი დამბულაში არსებული კლდოვანი ტაძარი, რომელიც მაჰავამსაში (შრი-ლანკის ძირითადი ისტორიული ქრონიკა, რომელიც აღწერილია პალის ენაზე) მოხსენიებულია იუმბუკოლა ვიჰარას სახელწოდებით, მდებარეობს კანდის (სინგალელ მეფეთა უკანასკნელი დედაქალაქი) ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 75 კმ-ის დაშორებით. ეკლესია შედგება ხუთი მღვიმე-სალოცავისგან. თითოეული გამოქვაბული გამოირჩევა თაღოვანი კამარებით, იქ ინახება ბუდას და სხვადასხვა გამოჩენილი ისტორიული მოღვაწის ქანდაკებები. ისტორიკოთა ვარაუდით, დამბულას ტაძრის ყველაზე ადრეული ფრესკები თარიღდება ახ.წ. მე-8 საუკუნით. მიიჩნევა, რომ სინგალური ფერწერის კლასიკურმა სკოლამ არსებობა შეწყვიტა პოლონარუვას სამეფოს დაცემის შემდგომ, მე-12 საუკუნის ბოლოს. ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ სტილის ვერც ერთმა ნიმუშმა, რომელიც შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა მე-13 საუკუნის შემდგომი პერიოდისათვის. უნდა...

9 Oct

თეირანი

საადაბადის სასახლე საადაბადის სასახლეთა კომპლექსი აშენდა მე-20 საუკუნეში, უკანასკნელ ხაჯართა მმართველობის პერიოდში, ის განლაგებულია შემირანის რაიონში, აარბანდის ხეობის ძირში. ამ სასახლეთა საერთო ფართობის ნახევარი უჭირავს ტყეებს, წყაროებს, ყვავილების ბაღებს. კომპლექსის ნაგებობათა შორის გამოირჩევა მწვანე სასახლე ანუ შახვანდი, რომელიც აღმართა შაჰ რეზამ სააბადის უმაღლეს წერტილზე. ამ გრანდიოზული ნაგებობის ფასადი მორთულია მწვანე ქვებით. მელტის სასახლე-გალერეაში ექსპონირებულია ფაქისად მოსქოვილი ირანული ხალიჩები, უცხოური წარმოების ფაიფურის ნაკეთობები, აგრეთვე პახლევის დინასტიის საკუთრებაში არსებული ნივთები. კომპლექსის კიდევ ერთი გამორჩეული ნაგებობაა ისლამის გადატრიალების გმირთა ფონდის მუზეუმი, რომლის მშენებლობა დროებით შეწყვეტილი იყო რევოლუციასთან დაკავშირებული მოვლენების გამო.   ხალიჩების მუზეუმი ირანული ხალიჩა - გემოვნების,...

2 Oct

ირანის განთქმული ღირსშესანიშნაობები

ჯამეს (იმამის) მეჩეთი ისფაჰანში არსებული "პარასკევის მეჩეთი" ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა ხუროთმოძღვრება ირანში თორმეტი საუკუნის განმავლობაში, დაწყებული ახ.წ. 841 წლიდან. ამ ნაგებობის წიბოვანი ორშრიანი გუმბათები წარმოადგენს არქიტექტურულ ინოვაციას, რომელიც შთააგონებდა მთელი ცენტრალური აზიის მშენებლებს. 1051 წელს ისფაჰანი გახდა სელჩუკთა სახელმწიფოს დედაქალაქი, XI საუკუნეში ისინი ჩამოვიდნენ ცენტრალური აზიიდან. სუნიზმის (ისლამის ერთ-ერთი მთავარი განშტოება. მისი მიმდვერები თავიანთ თავს "აჰლ ას-სუნა"-ს (სუნის ადამიანები) უწოდებენ, ისინი აგრძელებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის საქმეებსა და ტრადიციებს) მომხრეები ცდილობდნენ ხალიფატის (არაბ-მუსლიმური სახელმწიფო, რომელიც შექმნა მუჰამედ წინასწარმეტყველმა VII საუკუნეში, მას მართავდნენ ხალიფები - "მემკვიდრეები") აღდგენას. სუნიტად ითვლება ის, ვინც აღიარებს...

You don't have permission to register