logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბლოგი

22 May

იტალიური დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

სფოლიატელე სფოლიატელე - ნეაპოლური ფენოვანი ფუნთუშაა, რომელიც გამოირჩევა ხრაშუნა ცომითა და ნაზი გულსართით. ამ ცომეულის სამშობლო კამპანიის პროვინციაა. პირველი სფოლიატელე მომზადდა მე-17 საუკუნეში სანტა როზას მონასტერში. ნეაპოლელმა კონდიტერმა პასკუალე პინტაურომ შეიძინა სფოლიატელის ორიგინალური რეცეპტი და 1818 წელს ამ ნამცხვრის გაყიდვა დაიწყო. კანოლი კანოლი - ტრადიციული სიცილიური დესერტია, რომელიც წარმოადგენს ვაფლის ხრაშუნა მილაკს ყველის (როგორც წესი, რიკოტის) გულსართით (ის გაჯერებულია ვანილის ან შოკოლადის სიროფით, ადგილობრივი ღვინის ლიქიორით ან ვარდისფერი წყლით). ტრადიციულად, სიცილიაში კანოლს ამზადებდნენ წინასააღდგომო კარნავალისათვის, დიდი მარხვის დადგომამდე. დესერტის სიგრძე და სიგანე დამოკიდებულია კონკრეტული რეგიონის კულინარიულ ტრადიციებზე. ისტორიკოსების თქმით, თანამედროვე კანოლის წარმოშობის ადგილი ქ.კალტანისეტია....

19 May

ქალაქ ამალფის საუკეთესო სასტუმროები

"Grand Hotel Convento di Amalfi" სასტუმრო იკავებს ყოფილი მონასტრის შენობას, რომელიც ფრიალო კლდის მწვერვალზე ააგეს მე-13 საუკუნეში. ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოისვენონ ულტრათანამედროვე ნომრებში, სასტუმროში მათ დახვდებათ პანორამული აუზი, საიდანაც იშლება ხედი ხმელთაშუა ზღვაზე. თითოეულ ნომერში იატაკი მოპირკეთებულია ტერაკოტის ფილებით, სააბაზანო გაწყობილია მარმარილოთი. მოსახერხებელ პირობათა რიცხვში შედის ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი და მინი ბარი. ყოველი ნომრის სააბაზანოში დამსვენებლისათვის წარმოდგენილია აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები და თმის ფენი. სასტუმროში საუზმედ სერვირდება "შვედური მაგიდა". იქ გახსნილია ორი რესტორანი. მთავარ მათგანში, რომელსაც "La Locanda" ჰქვია, წარმოდგნილია მენიუ გურმანებისათვის, ასევე იტალიური და ხმელთაშუაზღვის კერძები. ზაფხულობით სუფრა იშლება პანორამულ ტერასაზე. სასტუმრო...

16 May

იტალიის 5 ულამაზესი მოედანი

სინიორიის მოედანი სინიორიის მოედანი მდებარეობს ფლორენციაში, ვეკოს სასახლის წინ. მას სხვაგვარად უწოდებენ "მუზეუმს ღია ცის ქვეშ". ერთ დროს იგი ფლორენციის რესპუბლიკის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო. რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში მოედნის ადგილას არსებობდა თეატრი. სამწუხაროდ, დღემდე ანტიკური ნაგებობის ფრაგმენტებიც ვერ შემორჩა. მოგვიანებით, იქ აღმართეს 36 კოშკი, სადაც უბერტების გავლენიანი ოჯახი ცხოვრობდა. მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში გიბელინებმა, წმინდა რომის იმპერიის მიმდევრებმა, მარცხი განიცადეს. ამის შემდგომ, მათი პოლიტიკური ოპონენტების (გველფების) მხრიდან გიბელინების მიმართ დაიწყო დევნა და რეპრესიები. უბერტების ოჯახის კუთვნილებაში არსებული სახლები და კოშკები საძირკვლებამდე დაანგრიეს. ამგვარად ჩამოყალიბდა ქალაქის მოედანი, რომელმაც საუკუნეების...

13 May

იტალიის ძვირფასი ფარული ადგილები

ჩივიტა - დი - ბაიორეჯო ჩივიტა-დი-ბაიორეჯო ლაციოს რეგიონის ქალაქია. ვალე-დეი-კალანკის უნაყოფო ხეობაში არსებულ კლდოვან ბექობზე გაშენებული ძველი სახლებისა და კოშკების სილუეტები მირაჟს ჰგავს. ფანასტიკურ პეიზაჟს ავსებს ხიდი, რომელიც შუასაუკუნოვანი ციხე-ქალაქისაკენ მიმავალ ერთადერთ გზას წარმოადგენს. ჩივიტა-დი-ბანიორეჯო დაახლოებით 2500 წლის წინ დაარსდა ეტრუსკების მიერ იმ დროისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე - ბოლნესის ტბისა და მდინარე ტიბრის შემაერთებელ გზაზე, რომელიც ცენტრალური იტალიის უდიდესი სანაოსნო მარშრუტი იყო. ძვ.წ. 265 წელს ქალაქი რომაელებმა ჩაიგდეს ხელში. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩივიტა ერთმანეთის მონაცვლეობით იყო მოქცეული ჯერ ვესტგოთებისა და გოთების, ბიზანტიელების, მერე კი ფრანკებისა და ლანგობარდების დაქვემდებარების ქვეშ. ჩივიტის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია...

10 May

იტალიის 10 საუკეთესო სანაპირო კამკამა წყლის პირას.

ოტრანტო,აპულია ოტრანტო - ქალაქი და კომუნაა ლეჩეს პროვინციაში, ნაყოფიერ რეგიონში, რომელიც ერთ დროს ცხენების მრავალფეროვანი ჯიშებით იყო განთქმული. იგი განლაგებულია სალენტოს ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. კუნძულ ბუდელის ვარდისფერი სანაპირო ზღაპრულმა "Spiaggia Rosa"-მ (ვარდისფერი სანაპირო) ეს სახელი მიიღო ქვიშის ფერის გამო. ის გაჯერებულია მარჯნის ფრაგმენტებით, ნიჟარებითა და გრანიტის წინწკლებით. სან-ფრუტუოსო, პორტოფინო ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ლამაზი სანაპიროა ლიგურიის რეგიონში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ტიგულიოს ყურეში დასვენებისას. მონტე არჯენტარიო, ტოსკანა მონტე არტენჯარიო - ნახევარკუნძულია გროსეტოს პროვინციაში, ტოსკანის რეგიონში. იგი ფლორენციიდან დაალოებით 150 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ტროპეა, კალაბრია ტროპეა ვიბო-ვალენტინის პროვინციის (კალიბრიის რეგიონი) მუნიციპალიტეტია. წმინდა ევფიმიის ყურეში მდებარე ეს ქალაქი საცურაო ადგილს...

10 May

იტალიის 11 საუკეთესო რომანტიკული სასტურმო.

"სანტა კატერინა-ამალფი"   ძველი სტილის ეს სასტუმრო დაარსა ერთმა ოჯახმა, რომლის მე-4 თაობა მართავს ახლა ამ დაწესებულებას."სანტა კატერინა-ამალფის" გამორჩეული თავისებურებაა მისი სანაპირო კლუბის გემბანი, სადაც შეზლონგები პირდაპირ წყლის პირას აწყვია.                                                 "ჩივიტის გამოქვაბული" იტალიის სამხრეთში არსებული სასი მატერა - გამოქვაბულის სახლების უჩვეულო ლაბირინთია, რომლებიც ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანით თარიღდება. სწორედ აქ, ტუფეს რბილი ქვისგან ააშენა შვედმა-იტალიელმა კილგრენმა შესანიშნავად დაპროექტებული 18-ნომრიანი სასტუმრო. "ფელტრინელის ვილა" იტალიის ყველაზე დიდ ტბაზე (გარდას ტბა) გაშენებული მე-19 საუკუნის ეს...

10 May

ტოსკანის 3 გასაოცარი ქალაქი

პიტილიანო პიტილიანო ტოსკანის რეგიონის, გროსეტოს პროვინციის უძველესი კომუნაა. ამ გასაოცარი ადგილის ისტორიული ფესვები ეტრუსკების დროს უკავშირდება. პიტილიანო გაშენებულია თვალწარმტაც კლდეზე. ეს კოლორიტული კომუნა ტოსკანის რეგიონის მარგალიტად მიიჩნევა. ტუფისგან (მკვრივი ვულკანური ქანი) აგებული ქალაქი სავსეა ძველი სახლებით, რომლებიც პირდაპირ კლდეზეა გაშენებული. კომუნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ ეტრუსკული ეპოქის ძველი კლდეების ფრაგმენტები და შუასაუკუნოვანი კარიბჭეების ნარჩენები. პიტილიანო ცნობილია "პატარა იერუსალიმის" სახელწოდებთ. რომთან სიახლოვის გამო, გამოქცეული ებრაელები სწორედ იქ პოულობდნენ თავშესაფარს. ამ კომუნაში მათ მე-14 საუკუნეში დაიწყეს დასახლება, მე-16 საუკუნეში კი - სინაგოგა ააგეს. ისტროიული ცენტრის სამხრეთით მდებარეობს ძველი ებრაული სასაფლაო. პიტილიანოს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა პალაცო ორსინი,...

10 May

იტალიის 10 ულამაზესი პატარა ქალაქი

სირმიონე სირმიონე - ცნობილი საკურორტო ქალაქია, რომელიც განლაგებულია გარდის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, ლომბარდიის რეგიონში. იგი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებითა და სამკურნალო წყლებით. კომუნის მფარველად წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მიიჩნევა. სირმიონე ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროს არსებობდა. ვერონის შეძლებული მცხოვრებლები ამ კურორტზე ვილებს ფლობდნენ. დომინანტის (მმართველობის ფორმა ძველ რომში) ეპოქაში ქალაქი გაამაგრეს ბარბაროსების თავდასხმების მოსაგერიებლად, თუმცა თავდაცვითმა ნაგებობებმა ვერ იხსნა სირმიონე ლანგობარდების შემოსევისაგან. კომუნაში მრავლად ცხოვრობდნენ პატარენების სექტის მიმდევრები, კლუნინის რეფორმების მხარდამჭერები. ისინი უარყოფდნენ რომის პაპის ბატონობას ეკლესიაზე. მე-13 საუკუნეში ქალაქს მართავდნენ ვერონელი სკალიგერები, რომელთა სახელს უკავშირდება სირმიონეს უძველეს ცენტრში მდგარი ციხე-სიმაგრის მშენებლობა....

10 May

რით შეგიძლიათ დაკავდეთ ფლორენციაში ყოფნისას

ეწვიოთ სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარს   ქალაქ ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული ღირსშესანიშნაობაა სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი. იგი ტოსკანის რეგიონის დედაქალაქის სიმბოლოა. შუასაუკუნოვანი არქიტექტურის ეს განთქმული შედევრი წარუხოცელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დუომოს სახელწოდებით ცნობილი ვრცელი ნაგებობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ადრეული რენესანსისა და გოთიკის ერთმანეთში გადახლართვამ ტაძარს კვარტოჩენტოს არქიტექტურული სტილისათვის დამახასიათებელი ენით აღუწერელი სილამაზე შესძინა. ახვიდეთ მიქელანჯელოს ბორცვზე  და დატკბეთ იქიდან გადაშლილი ხედებით თუ გსურთ დატკბეთ დილის თბილი ფერებით, რასაც მზის ამოსვლა გვჩუქნის, ან დაისების მოტრფიალე ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ახვიდეთ მიქელანჯელოს ბორცვზე, რათა სიამე განიცადოთ ქალაქ ფლორენციისა და მნიარე არნოს ხილვით. აკადემიის გალერეის მონახულება ესაა სამხატვრო მუზეუმი, სადაც...

23 Apr

რითია განთქმული იტალია?

იტალიაზე ფიქრისას პირველად რა გაგონდებათ: საჭმელი, ხელოვნება, ისტორია, სპორტული ავტომობილები თუ ფეხბურთი? მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ძირითად ასპექტებს, რომლებითაც ცნობილია იტალია, დაწყებული სამზარეულოთი და დამთავრებული ფილმებით, სალაპარაკო ენითა და გამორჩეული ღირსშესანიშნაობებით. აპენინის ნახევარკუნძულის "ჩექმად" წოდებული ეს სახელმწიფო სახელგანთქმულია მრავალი მიზეზის გამო. ამ ქვეყნის სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი ცნობილია აღორძინების ხანით და წარმოუდგენელი მხატვრებით, რომლებიც ამ ეპოქამ შვა. იტალია გამოირჩევა თავისი ტურიზმით, ხელოვნების ქალაქებითა და უნიკალური პეიზაჟებით. ასევე უნდა აღინიშნოს იქაური ენა, ოპერა, მოდა, მდიდრული ბრენდები და უდიდესი საფეხბურთო კულტურა.   პასტა ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ იტალიელები გიჟდებიან მაკარონზე. რიგითი მკვიდრი ყოველწლიურად მოიხმარს დაახლოებით...

23 Apr

იტალიის 10 ულამაზესი შუასაუკუნოვანი ქალაქი

  რიომაჯორე რიომაჯორე ჩინკვე-ტერეს რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც გამოირჩევა საოცარი ქვიშიანი სანაპიროთი ფირუზისფერი წყლის პირას, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. რიომაჯორე გარემოცულია ციხე-სახლებით, ეს ჯადოსნური ადგილი ქმნის სულისშემკვრელ და თვალწარმტაც ხედს. ქალაქის ისტორიული ძეგლია რიომაჯორეს ციხე, რომელიც ახ.წ. მე-13 საუკუნეში ააგეს მეკობრეებისგან თავდასაცავად, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ატერორებდნენ. ქალაქის გერბზე გამოსახულია ვერუგოლის მთა, რომელიც ამ ადგილის სიმბოლოდ ითვლება. რიომაჯორეში ყოფნისას აუცილებლად უნდა შეიხედოთ წმინდა ჯოვანი ბატისტას სახელობის ეკლესიაში. ეს ბაზილიკური ტაძარი წარმოადგენს რომანული არქიტექტურისა და ნეოგოთიკის ნაზავს. მე-8 საუკუნით დათარიღებული დიდი მოოქროვილი ჩუქურთმებიანი საკურთხეველი, მარმარილოს სკულპტურული კომპოზიცია და ლეჩეში არსებული ერთადერთი ამბიონი...

17 Apr

ბურანო (იტალია), ლეგენდებისა და საოცრებების კუნძული

კაშკაშა ფერებში შეღებილი ზღაპრული სახლები ბურანო მდებარეობს ტორჩელოს შორიახლოს, ვენეციური ლაგუნის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი ცნობილია თავისი პატარა, კაშკაშა ფერებში შეღებილი სახლებით, რომლებიც ამ ადგილს ზღაპრულ აურას სძენს. ლეგენდის თანახმად, როცა მეთევზეებს მობეზრდათ მშობლიური სახლების თვალიერება, მათ ისინი ერთგვარ შუქურებად აქციეს, რომელთა გარჩევა შორიდანაც შეიძლებოდა. როცა იტალიას ეწვევით, არ დაგავიწყდეთ ამ პატარა საყვარელი კუნძულის მონახულებაც. იგი ვენეციიდან სულ რაღაც 7 კმ-ის დაშორებითაა განლაგებული. შეგიძლიათ გაჰყვეთ "ვაპორეტოს" (წყლის ტრამვაი ვენეციაში) და დანიშნულების ადგილას აღმოჩნდებით. მგზავრობა დაახლოებით 40 წუთს წაგართმევთ. მიიღეთ მხედველობაში, რომ ბურანო კუნძულია, შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ ახლომდებარე ადგილები მასთან ხიდებითაა დაკავშირებული. ამის მაგალითია...

13 Apr

იტალიის 10 საუკეთესო ისტორიული ადგილი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

რომი იტალიაში ჩასულ ტურისტთა უმრავლესობა აუცილებლად ეწვევა ქალაქ რომსაც. ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის, ერთ-ერთია ის, რომ რომი უძველესი ცივილიზაციის აკვანი და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის ცენტრი იყო, ასევე იგი ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე ადგილიცაა. უწინდელი დიდების რელიქვიები - კოლიზეუმი, ფორუმი, პანთეონი, აპიას გზა და პალატინის ბორცვი უმთავრესი ღირსშესანიშნაობების წოდებებისათვის ეპაექრება ვატიკანის სიმდიდრეებს. რომი მდინარე ტიბრის შვიდ ბორცვზეა გაშენებული, ტირენის ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 25 კმ-ის დაშორებით. ათასწლოვანი ისტორიის მომცველმა ქალაქმა განიცადა აყვავებაც და დაცემაც. ვენეცია ვის შეიძლება არ უყვარდეს ქალაქი, რომლის ქუჩები წყლისგანაა შექმნილი, ხოლო ავტობუსები - ნავებია ?! ვენეცია არის...

12 Apr

რომის 10 გასაოცარი ღირსშესანიშნაობა, რომელთა მონახულება ნამდვილად ღირს

კოლიზეუმი კოლიზეუმი, იგივე ფლავიუსის ამფითეატრი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომაული არქიტექტურული ძეგლია. იგი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილად ითვლება. კოლიზეუმი ააგო რომის იმპერატორმა ვესპასიანემ ჩვ.წ.-მდე 80 წელს. "Anfiteatro Campano" კამპანიის რეგიონში მდებარე ეს ამფითეატრი რომის უძველეს ნაგებობებს შორის ზომით მეორე ძეგლია. იგი ახ.წ.-ით პირველი საუკუნის ბოლოსა და მეორე საუკუნის დასაწყისში ააგეს. ეს ნაგებობა თავდაპირველად გლადიატორული ბრძოლების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. პოპეის ვილა ოპლონტისის ვილის სახელით ცნობილი ეს დიდებული არქტირექტურული ნიმუშიც კამპანიის რეგიონში მდებარეობს. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთ დროს აქ იმპერატორი ნეონი ცხოვრობდა.   პანთეონი ერთ დროს პანთეონი რომალი ღმერთების თაყვანსაცემ ადგილს წარმოადგენდა. რომის ანტიკურობის ხანაში აღმართული ეს ნაგებობა დღემდე კარგად არის...

15 May

100,000 უფასო ავიაბილეთი კატარის ავიახაზებისაგან ექიმებს

100,000 უფასო ავიაბილეთი კატარის ავიახაზებისაგან ექიმებს ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს კატარის ავიახაზები სთავაზობს 100,000 ეკონომ კლასის უფასო* ავია ბილეთს, რათა მათ მოიწყონ დამსახურებული დასვენება კატარის ავიახაზების ქსელის ნებისმიერ მიმართულებაზე** გაუზიარე ექსკლუზიური შეთავაზება ჯანდაცვის სფეროს ერთგულ და თავდადებულ წარმომადგენელს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ასევე, მათ ექნებათ საშუალება ისარგებლონ 35% ფასდაკლებით დოჰაში ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ Duty Free მაღაზიებში სასურველი ნივთის შესაძენად. დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ https://www.qatarairways.com/en-ge/offers/thank-you-medics.html...

მოგზაურობის დაგეგმვა
15 May

დაგეგმე წინასწარ შენი შემდეგი მოგზაურობა

დაგეგმე წინასწარ შენი შემდეგი მოგზაურობა ყველას გვაქვს ოცნება და დიდი სია აუცილებლად სანახავი ქვეყნების და ქალაქების. სწორედ ახლა კარგი დროა პრიორიტეტების მიხედვით შეადგინო თავდაპირველი სია იმ ქვეყნების, ქალაქების და აქტივობების, რომელიც თქვენს აღფრთოვანებას იწვევს და რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი - გინდა დალაშქრო მაჩუ-პიქჩუს ინკების ქალაქი? - ჩაწერე შენს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში; - გინდა ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტომა და ფრენა დუბაის ცათამბრჯენების თავზე? - ჩაწერე შენს სამოგზაურო სიაში; - გინდა ბავშვებთან ერთად იტალიაში მოგზაურობა? ესაუბრე ბავშვებს პომპეის შესახებ - პომპეიში!.. წინასწარ, კარგად დაგეგმარებული მოგზაურობა დაგეხმარება თავიდან აიცილო ის შეცდომები, რომელსაც მანამდე ხშირად უშვებდი. ასე რომ, გადაწყვიტე: სად უნდა წახვიდე,...

You don't have permission to register